სანიფორტი - შუშხუნა ტაბლეტები
გამოყენების სფერო:
სანიფორტი (შუშხუნა ტაბლეტები) ქლორზე დაფუძნებული პროდუქტია, რომლის მცირე კონცენტრაციაც კი ძალზედ ეფექტურია. სანიფორტს გამოყენების ფართო სპექტრი გააჩნია.
სანიფორტი განკუთვნილია:
- სხვადასხვა ტიპის წყალგამძლე ზედაპირის (იატაკი, კედლები, ჭერი, მაგიდა, აღჭურვილობა, აპარატურა) დეზინფექციისთვის ჯანდაცვის დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში, კვების მრეწველობაში, ფარმაცევტულ და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში, ვეტერინარულ კლინიკებში, ლაბორატორიებში, ფერმებსა და პირუტყვის მოსაშენებელ შენობა–ნაგებობებში, ტრანსპორტში.
- აღჭურვილობისა და მინის ჭურჭლის დეზინფექციისათვის ლაბორატორიებში.
- სამზარეულოს ჭურჭლისა და დანაჩანგლის დეზინფექციისათვის ჯანდაცვის, საზოგადოებრივ და საჯარო დაწესებულებებში.
- სანიტარული ერთეულების (ტუალეტები, ნიჟარები, სააბაზანოები, პისუარები და ა.შ.) დეზინფექციისთვის.
- სახიფათო ნარჩენების (სისხლიანი, შარდიანი, განავლიანი) დეზინფექციისთვის.
- თეთრი ფერის თეთრეულის – (ტილოები, ქსოვილები, ხალათები და ა.შ.) დეზინფექციისთვის.
სანიფორტი შეიძლება გამოყენებულ იქნას კვების მრეწველობასა და ცხოველთა მოშენების ნაგებობებში დეზინფექციის ბარიერების მოსაწყობად, რათა მოხდეს ისეთი ინფექციების გავრცელების პრევენცია, როგორიცაა ფრინველის გრიპი და ცხოველის ჭირი.
სანიფორტი ასევე გამოიყენება სასმელი წყლისა და საცურაო აუზების წყლის დეზინფექციისთვის.
შემადგენლობა:
თითოეული 3,3 გ შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს:
2,5 გ ნატრიუმის დიქლორიზოციანურატ დიჰიდრატს ( აქტიური ქლორი მინ. 1,3გ)
დამხმარე ინგრედიენტები (შუშხუნა ტაბლეტებისთვის): ნატრიუმის კარბონატი, ბენზოის მჟავა, ადიპინმჟავა.
მოქმედების სპექტრი:
ბაქტერიციდული (მ/შ ტუბერკულოციდური), ფუნგიციდური, ალგიციდური, ვირუციდული და სპოროციდული.
რეკომენდებული დოზები: სანიფორტის (გრანულები) სამუშაო ხსნარის მომზადებისას გამოიყენეთ საზომი კოვზი. ურიეთ რეგულარულად, სრულად გახსნისთვის დააცადეთ 3–5 წუთი. რაიმე მოთხოვნა წყლის სიხისტეზე არ არსებობს.
ზოგადი დეზინფექცია
სამიზნე
|
სამუშაო ხსნარის კონცენტრაცია
|
გამოყენების მეთოდი
|
ექსპოზიცია
|
ზედაპირები მაღალი რისკის ზონებში
|
5გ (2 ტაბ) / 10 ლ წყალი
|
მოწმენდა ან მისხურება ჩამორეცხვის გარეშე
|
20 წთ
|
ზედაპირები დაბალი რისკის ზონებში
|
2,5გ (1 ტაბ) / 10 ლ წყალი
|
მოწმენდა ან მისხურება ჩამორეცხვის გარეშე
|
20 წთ
|
მინის ჭურჭელი და აღჭურვილობა ლაბორატორიებში
|
5გ (2 ტაბ) / 10 ლ წყალი
|
ჩაყურსვა, დასველება
|
20 წთ
|
სამზარეულოს ჭურჭელი და დანაჩანგალი
|
5გ (2 ტაბ) / 10 ლ წყალი
|
ჩაყურსვა, დასველება
|
20 წთ
|
სანიტარული ერთეულები, ტუალეტები აბაზანები და ა.შ.
|
5გ (2 ტაბ) / 10 ლ წყალი
|
მოწმენდა ან მისხურება
|
20 წთ
|
სახიფათო ნარჩენები (სისხლიანი, შარდიანი, განავლიანი)
|
10გ (4 ტაბ) / 10 ლ წყალი
|
მისხმა
|
30 წთ
|
თეთრი ფერის თეთრეული
|
5გ (2 ტაბ) / 10 ლ წყალი
|
ჩალბობა გარეცხვის წინ
|
30 წთ
|
დეზინფექციის ბარიერები
|
5გ (2 ტაბ) / 10 ლ წყალი
|
წყლის ბარიერის გავლით გატარება
|
3 წთ
|
სასმელი წყლისა და საცურაო აუზებში წყლის დეზინფექცია
სამიზნე
|
დოზირება კუბურ მეტრ (1000ლ) წყალზე
|
ექსპოზიცია
|
სასმელი წყალი
|
წყალმომარაგების დახურული სისტემები – ცისტერნები, ბაკები, რეზერვუარები, მილსადენები
|
1-2 გ
(1/2 - 1 ტაბ)
|
30 წთ
(აქტიური ქლორი 0.3 - 0.4 მგ/ლ)
|
წყლის წარმომშობი (წყაროები, ჭები, ჭაბურღილები)
|
5-10 გ
(2 - 4 ტაბ)
|
120 წთ
(აქტიური ქლორი 0.3 - 0.4 მგ/ლ))
|
საცურაო აუზები
|
ჰიპერქლორირება პირველი შევსებისას
|
10-20გ
(4 - 8 ტაბ)
|
12 საათი
|
შემანარჩუნებელი დეზინფექცია
|
0,5 – 1 გ
(1/4 - 1/2 ტაბ)
|
1- 2 ჯერ დღეში - (აქტიური ქლორი 0.2 - 0.5 მგ/ლ)
|
შენახვის პირობები:
შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ორიგინალ შეფუთვაში 0º–50º С–ზე, მშრალ, კარგად ვენტილირებულ ადგილზე. ნუ დაყრით გარემოში – ნარჩენებისა და ცარიელი ჭურჭლის გაუვნებელყოფის სპეციალური ინსტრუქცია იხილეთ უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელზე.
შენახვის ვადა
გრანულები – 3 წელი
ტაბლეტები – 2 წელი