1) პაკეტისა და რულონის ზომა გასასტერილებელი მასალის ზომების მიხედვით უნდა შეირჩეს.
2) სასურველი ზომის პაკეტის მისაღებად, რულონები შესაბამისი საჭრელი აპარატით იჭრება.
3) გასასტერილებელი სამედიცინო ხელსაწყო იმგვარად თავსდება პაკეტში, რომ მისი მოცულობის 75% შეავსოს.
4) ინსტრუმენტების მახვილი დაბოლოებები უნდა დაიფაროს ინსტრუმენტთა დამცავით რათა თავიდან იქნას აცილებული პაკეტის გაჩხვლეტა ან გაჭრა.
5) გასასტერილებელ მასალასა და პაკეტის იმ კიდეებს შორის, რომელიც ილუქება მინიმუმ 1,5 სმ ნაპრალი უნდა იყოს ჰაერის კარგი დინებისთვის.
6) პაკეტის დალუქვამდე, რაც შეიძლება მეტი ჰაერი უნდა გამოიდევნოს პაკეტიდან.
7) შევსებული პაკეტი უნდა დაილუქოს დაკალიბრებული და ვალიდური ცხელი სილერით (დამლუქავი აპარატი, თარჯიმნის შენიშვნა), მისი მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად. „სუდმედ“-ის სასტერილიზაციო შესაფუთები შეესაბამება შეფუთვის ტემპერატურას 1300C და 1650-ს შორის. (დახურვის ოპტიმალური ტემპერატურა შესაძლოა ვარირებდეს წნევის და შესაფუთი აპარატის ტიპზე დამოკიდებულებით.თუ სურვილი გაქვთ სხვა მახასიათებლების გამოყენება ვიდრე ჩვენ გვაქვს განსაზღვრული, გთხოვთ დაუკავშირდით თვითონ აპარატის მწარმოებელს და ჩვენ)
8) შეწებების ძალაში უნდა დავრწმუნდეთ სუფთა გარსის მიხედვით.
9) პაკეტი უნდა შეივსოს ჰორიზონტალურად ან ბრტყელ ზედაპირზე, რათა თავიდან იქნას აცილებული შეწებებული მონაკვეთების გაჭიმვა.
10) სტერილიზატორში ჩაწყობისას, პაკეტები უნდა განთავსდეს კალათებში იმგვარად, რომ ქაღალდის ზედაპირები ერთმანეთის პირისპირ, ხოლო გამჭვირვალე ზედაპირები ერთმანეთის პირისპირ მოხვდეს.
11) სასტერილიზაციო პაკეტები კალათში თუ კონტეინერში ვერტიკალურად, მეტისმეტად მჭიდროდ, ერთად არ უნდა ჩალაგდეს მათ შორის სივრცეში ხელი უნდა ეტეოდეს.
12) დატვირთვის პროცესი უნდა ჩატარდეს არსებული შიდა პროცედურების მიხედვით.
13) სტერილიზატორიდან ამოღების შემდეგ, პაკეტებს ყურადღებით უნდა მოვეპყრათ, რათა არ მოხდეს მისი მთლიანობის დარღვევა - გაჩხვლეტა ან დაზიანება. შეინახეთ პაკეტები მზის, წყლისა და სხვა სითხეებისგან დაცულ ადგილას.
14) არ გამოიყენოთ სველი პაკეტები. ასეთ შემთხვევაში, შეცვალეთ შესაფუთი მასალა და გაიმეორეთ სტერილიზაციის პროცესი.
15) პაკეტის გასახსნელად, პაკეტის პლასტიკური („გამჭვირვალე“ მთარგმნ. შენიშვნა) მხარე დაიჭირეთ ცერი და საჩვენებელი თითი, ხოლო მეორე ხელის ცერითა და საჩვენებლით გაქაჩეთ ქაღალდის მხარე. ყოველთვის გახსენით პაკეტი გახსნის მიმართულებით. გახსენით პაკეტი ნელა იმისათვის რომ შიგთავსი სუფთად და ასეპტიურად წარმოგვიდგეს.